"რა თქმა უნდა, პატიმარზე ზრუნვა არის ჩვენი მოვალეობა და ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ჩვენ ამ მოვალეობას ზედმიწევნით ვასრულებთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ჯანმრთელად იყოს.
„როდესაც ადამიანი თვითდაზიანებას მიამრთავს და ამის არაერთი ისტორიაა, დაწყებული შიმშილობით, რამდენიმე ეპიზოდიო იყო ასეთი და შიმშილობა სხვა რა არის თუ არა თვითდაზიანება? მედიკამენტების შერჩევით მიღება, რა არის, თუ არა თვითდაზიანება და ასევე რეკომენდაციების შეუსრულებლობა, ბუნებრივია, არ არის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მიზანი იკვეთება ცხადი, როკმ ეს ადამიანი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელად და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.