logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის შესახებ: ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია
- +

3 თებერვალი. 2023. 10:14

 

 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ პირებს სამი კითხვით მიმართავს: მეტი რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად; კერძოდ, პატიმრის რომელი უფლება დაირღვა და არის თუ არა პარენტერალურ კვებაზე უარის თქმა მედიკამენტების შერჩევით მიღება და სამედიცინო რეკომენდაციის არშესრულება – თვითდაზიანება.

 

„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია ის, რომ სახელმწიფო ხელისუფლება უნდა განხორციელდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი შესაძლებელია... აქვე ვთავაზობ თქვენი ეთერის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოვიდეს და თქვას, უნდა, წერილობით გააკეთოს განცხადება – მეტი სხვა რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად. აქვე მეორე კითხვასაც დავუსვამ დაინტერესებულ პირებს: კერძოდ, რომელი უფლება დაირღვა როგორც პატიმრის? და მესამე კითხვა – რა არის პარენტერალურ კვებაზე უარის თქმა, მედიკამენტების შერჩევით მიღება და სამედიცინო რეკომენდაციის არშესრულება, თუ არა თვითდაზიანება? კეთილი ინებოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც ვითომდა გული შესტკივა მის ჯანმრთელობაზე ან მართლა შესტკივა და არ იყენებს ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის, მოგვწეროს წერილობითი პასუხი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner