„ვწუხვარ საქართველოს სახალხო არტისტის, საპატიო თბილისელის, ყველასთვის საყვარელი პიროვნების, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი დაკარგა ქვეყანამ.
„თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი დაკარგა ქვეყანამ, სამაგალითო მოქალაქე და კარგი თბილისელი - ჩვენმა ქალაქმა.
ვიზიარებ ბატონი ჯემალის ოჯახის წევრების, მისი კოლეგების, ქართული კულტურის წარმომადგენლების დიდ გულისტკივილს“, - წერს კახა კალაძე.