logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე: პალატებში დასდევდნენ სააკაშვილის მკურნალ ექიმებს, რომ არ შეეწყვიტათ მისთვის დიაზეპამის გამოყენება
- +

3 თებერვალი. 2023. 14:20

 

 

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სამედიცინო პერსონალზე ზეწოლაზე ისაუბრა.

 

„ეს ზეწოლა არის მუდმივი ხასიათის და ჩვენდა გასაკვირად, არა სახელმწიფოს მხრიდან. ჩემი მხრიდან იყო მხოლოდ ერთადერთხელ მათზე ზეწოლა, როდესაც იყო დიაზეპამის ინტრამუსკულაურლი ინექციები, რომელსაც პაციენტი ითხოვდა დაჟინებით. მაშინ იყო ზუსტად ის პროცესი, როდესაც სასამართლო ითხოვდა სასამართლო პროცესის პალატაში ჩატარებას. პალატებში და განყოფილებებში დასდევდნენ აბაშიძეს და მგონი დავარაშვილსაც [მკურნალ ექიმებს], რომ არ შეეწყვიტათ დიაზეპამის ინტრამუსკულური გამოყენება, ანუ კუნთებში, მარტივად რომ განვსაზღვროთ. რადგან ეს ქმნიდა დიაზეპამის ფონს, პაციენტის გამოკითხვა ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა რელევანტური, შესაბამისად, ეს შესაძლებლობას ვერ შექმნიდა, რომ ჩატარებულიყო სასამართლო პროცესები კლინიკის ტერიტორიაზე. მისი მხრიდან იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ინტრამუსკულური დიაზეპამი არ შეწყვეტილიყო. მე ამაზე დავიბარე თამარ აბაშიძე და ვუთხარი, რომ ქალბატონო თამარ, მესმის თქვენი ემპათიის და ხართ პაციენტის მხარეს, მაგრამ დამერწმუნეთ, ზუსტად პაციენტის მხარე როცა საქმე საქმეზე მიდგება ზუსტად ამ დიაზეპამის გაკეთებას თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს და აბსოლუტურად დაივიწყებს იმ მომენტს, რომ თქვენ ამას რაღაცნაირად ეხმარებოდით, რომ არ ჩატარებულიყო სასამართლო პროცესი კლინიკაში“, - აღნიშნა ნადირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner