logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე: მიხეილ სააკაშვილს საცივი სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა
- +

3 თებერვალი. 2023. 14:16

 

 

„მე ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა მიხეილ სააკაშვილის საცივი, ამის დასტური სოფოსგან მაქვს“, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.

 

ნინო ნადირაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე მოწმის სახით იკითხება, აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოემოციური ფონი დამძიმებულია, ვინაიდან იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება.

 

„ის მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია, არ არის, მაგრამ მისი ფსიქოემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება, შესაბამისად, თავის თავს და ექიმებს ის ხელს არ უწყობს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner