logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობაა, რადგან საქართველო ზედმიწევნით ასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციას
- +

3 თებერვალი. 2023. 15:07

 

 

„შეფასების დოკუმენტით, ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველოს მიმართ არა ინსტიტუციური, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გადაწყვეტილება, რომელიც უსამართლობის განცდას აჩენს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს მიერ გაერთიანებასთან დაახლოების კრიტერიუმების შესრულების შესახებ მოხსენებას, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა.

 

მისი თქმით, რეალობაა, რომ ინსტიტუციური განვითარებით და მდგრადობით საქართველო სჯობნის, არა მხოლოდ მოლდოვას და უკრაინას, არამედ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას.

 

„დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათლად ჩანს საქართველოდ პროგრესი, რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს მოლდოვას (12 პუნქტით) ხოლო უკრაინასთან თითქმის თანაფარდობა აქვს, ფუნდამენტურ საკითხებში კი უკრაინაზე წინ არის! მნიშვნელოვანია საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკის შეფასება - „მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება“. საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობა არის, რადგან საქართველო ზედმიწევნით ასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციას, რომლის შესრულებაც მოლდოვასა და უკრაინაში ნელი ტემპით მიმდინარეობს. ისიც რეალობაა, რომ ინსტიტუციური განვითარებით და მდგრადობით საქართველო სჯობნის, არა მხოლოდ მოლდოვას და უკრაინას, არამედ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას!“ - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner