logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე: როდესაც ავუხსენით სააკაშვილს, რომ რეანიმაციაში ვერ შევლენ მნახველები, უცებ გადაიფიქრა
- +

3 თებერვალი. 2023. 15:29

 

 

"სააკაშვილისთვის რეანიმაციაში გადაყვანაზე უარი არ გვითქვამს, მაგრამ როდესაც ავუხსენით, რომ რეანიმაციაში ვერ შევა ადვოკატი, დედა, მნახველი, უცებ გადაიფიქრა", - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

„გინეკოლოგიაშიც კი მოვათავსებთ, ოღონდ ის მკურნალობაზე დაგვთანხმდეს. შესაბამისად, ჩვენ რეანიმაციაში გადაყვანაზე უარი არ გვითქვამს, თუმცა ძალიან დიდი სპეკულაციები აგორდა ამასთან დაკავშირებით. მუდმივად არის საუბარი რეანიმაციაში გადაყვანაზე. გადამიყვანეთ რეანიმაციაში, გადამიყვანეთ რეანიმაციაში. ნებისმიერი დარტყმა რომ ავიცილოთ, ნებისმიერი ლანძღვა, მზად ვართ ყველაფრისთვის, მორჩილებაში ვართ. რომ იტყვიან, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როდესაც ავუხსენით, რომ რეანიმაციაში არის ისეთი წყობა, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, დედა, მნახველი, უნდა შეხედოს მართლა, ჭეშმარიტად მძიმე პაციენტს, იქ მძიმე სურათია, უცებ გადაიფიქრა. არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამანგრეველია. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები“, - განაცხადა ნადირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner