logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ბახმუტს არავინ დათმობს
- +

3 თებერვალი. 2023. 20:43

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს ბრძოლას ქალაქ ბახმუტის შესანარჩუნებლად.

„ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ შეგვიძლია. ჩვენ ბახმუტს ჩვენს ციხესიმაგრედ მივიჩნევთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა დასავლეთს, მიაწოდოს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რათა დაეხმაროს კიევს ბახმუტის შენარჩუნებასა და რუსული ჯარების დონბასის რეგიონიდან განდევნაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner