უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს ბრძოლას ქალაქ ბახმუტის შესანარჩუნებლად.
„ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ შეგვიძლია. ჩვენ ბახმუტს ჩვენს ციხესიმაგრედ მივიჩნევთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა დასავლეთს, მიაწოდოს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რათა დაეხმაროს კიევს ბახმუტის შენარჩუნებასა და რუსული ჯარების დონბასის რეგიონიდან განდევნაში.