logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: რუსთაველის ეროვნული თეატრმა და საერთოდ ქართული თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!
- +

4 თებერვალი. 2023. 00:08

 

 

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს:

 

"ჯემალ ღაღანიძე..!

 

როგორც ჰამლეტი სიკვდილთან შეხვედრისას ამბობს:

 

“მარადიული სიჩუმე მხოლოდ!”

 

შესაძლოა, იქ მართლა სიჩუმე გველის, მაგრამ სანამ აქ ვართ, ვისაც მსახიობი ჯემალ ღაღანიძე უნახავს ვერ გავჩერდებით!

 

უნიკალური მსახიობი, შეუდარებელი ნიჭის პატრონი - არავის რომ არ გავდა! თეატრის უანგარო ქომაგი და, როგორც დიდ მსახიობებს ეკადრებათ, თეატრის მსხვერპლიც! რუსთაველის თესტრის ჭეშმარიტი რაინდი - არავითარი ქედმაღლობა - მთავარი იყო: სცენა, როლი და საოცარი ქმნილებები!

 

პირველ სპექტქკლშივე დავაკავე - ერთ ციცქნა როლს ბრწყინვალედ თამაშობდა  - ფსიქიატრს (დღეს რომ ყველას გვჭირდება!)

 

და მას შემდეგ, თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობდა ჩემთან! როცა როლებს ვანაწილებდი, ბრწყინვალე იუმორის პატრონი შეხვედრისას დიდი პატივისცემით - მსახიობებს რომ გაეგოთ - მეტყოდა ხოლმე:

 

- მე არ დაგავიწყდე, ხომ იცი, შენი სპაქტაკლების მე ერთადერთი თილისმა ვარო!

 

ხოდა დავრჩი ბრწყინვალე ღმერთის ნაბოძ ამულეტის გარეშე!

 

მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნული თეატრმა და საერთოდ ქართული თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა! იქ მშვიდათ დაისვენე, ჯემალ, - ხმაური მაინც არ გიყვარდა! ხმაური აქ მოგვიღებს ბოლოს, ამ ცოდვილ მიწაზე! მალე ჩვენც მარადიულ სიმშვიდეს ვეწვევით! აბა, შენ იცი, შენებურად დაგვხვდი!

 

შენი რობიკო!".

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner