40-მდე ქვეყანამ შესაძლოა 2024 წელს პარიზში გასამართ ოლიმპიური თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადოს, რაც მთელ ღონისძიებას უმნიშვნელოს გახდის, - ამის შესახებ პოლონეთის სპორტის მინისტრმა, კამილ ბორტნიჩუკმა განაცხადა.
მანამდე პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთობლივი განცხადებით გააკრიტიკეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმა, რომელიც 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებას ითვალისწინებს. ოლიმპიადის ბოიკოტით იმუქრება უკრაინაც, რაზეც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ ნებისმიერი ბოიკოტის შემთხვევაში საბოლოო ჯამში მხოლოდ „სპორტსმენები დაისჯებიან“.
კამილ ბორტნიჩუკი სავსებით რეალისტურად მიიჩნევს 40 ქვეყნისგან შემდგარი კოალიციის ჩამოყალიბებას, რომლის რიგებშიც დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა იქნებიან, რათა ერთობლივ ძალებით წინ აღუდგნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმებს.
იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ „გამონახავს გზას“ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური დროშის ქვეშ ასრაპეზობისთვის, ვინაიდან „არცერთი სპორტსმენი არ უნდა იყოს მოკვეთილი სპორტული შეჯიბრიდან მხოლოდ მისი პასპორტის გამო“.