logo_geo
eng_logo
ქვეყანას ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად აქვს: შეჭამს თუ არა ერთი კონკრეტული ადამიანი!
- +

4 თებერვალი. 2023. 11:17

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

"ამ საღამოს ძაან გავმხიარულდი, რამეთუ გავაცნობიერე, რომ ქვეყანას ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად აქვს:

 

 

-შეჭამს თუ არა ერთი კონკრეტული ადამიანი!

 

ის როგორ არიი?

 

"ტაში დაუკარით ქალებო, ჩემი მაზლი ცეკვავს"!

 

 

"ბატონი სააკაშვილის მიერ საცივის გასინჯვას მოჰყვა მწვავე კუჭ-ნაწლავის გართულება"

 

გიორგი ჩალაძე.

 

"რომ დაფიქსირდა წამების აქტი

 

საქართველოში ეს არის ფაქტი

 

და ვივამედში რომ კლავენ მიშას

 

ეს ხომ სამშობლოს დასასრულს ნიშნავს

 

დრო არის უკვე აბჯარის ასხმის

 

და მხოლოდ ბრძოლა ჩამოგვწმენდს ამ სისხლს"!

 

კოტე ყუბანეიშვილი

 

ნუ ჩალაძეს ვერაფერს ვეტყვი, მაინც ახალი პატარძალია და სადღაც ვუგებ.

 

და აი კოტე მინდა დავლოცო, არა ვწყევლი:

 

-აი მაგ ფაქტით და მაგ სიმართლით იარე შენ და შენმა ჯიშ-ჯილაგმა, მაგ სიმართლით ისუნთქე და იხარე მაგ სიმართლით გაგითენდეს და დაგიღამდეს ყოველი დღე მაგ სიმართლით.

 

აგონიაში არიან უკვე ეს უბედურები. იქეთ ის "ჭამე-ნოდარი" ჩოილარი, აქეთაა და ვიღაცა ქალებს დიდი ხის კიბე მიუტანიათ "ვივამედთან",  ერთი ადის ხოლმე თურმე და დანარჩენებს ქვემოდან უჭირავთ, ამაგრებენ. ის კიდე ფანჯრებში იჭყიტება და მიშას ეძებს! მეტი რაღა უნდა დაემართოთ? ვისაც როგორ შეუძლია, ისე იტანჯება!

 

მიშა იკბინება, კოტე ლექსს წერს, ჩალაძე საცივზე დარდობს, ქალები ღამეს ათევენ ვივამედის ეზოში, აქუ ომს იწყებს, გუბაზი ბრაზობს, ხაჭაპურიძე მაგარ ზმანზეა, მერი ხიდს ხსნის, მელია ტირის, სანდრა ჩონგურს აკვნესებს, იასკო აკვანს არწევს, მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა...

 

და ქუდზე რო უკრაინის დროშიანი ბროშკა უკეთია, ის ქალი ჩვენ გვეძახის: ინდაურებს!

 

ჰო, და კიდევ:

 

-ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, აბჯარასხმული ყუბანეიშვილი არ მანახო!

 

-შენ მოგეცა ბიძინა ამათი ყველას ცოდვა, ეხლა ესეთიც არ დაუშავებიათ, ეს რა დღეში ჩაყარე. მილიონი დახარჯეს მგონი უკვე და ერთი წესიერი დიაგნოზი ვერ უყიდეს კაცს..

 

"ჭამე ნოდარი"!", - წერს ნინო ახობაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner