logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ეს საქმე უნდა გახდეს პრეცენდენტი, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს პატიმრის ჯანმრთელობით მანიპულაცია და სახელმწიფოს შანტაჟი!
- +

4 თებერვალი. 2023. 13:44

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

თქვენც, დედუნა ვალიდე, თქვენც მოგეკითხებათ!

 

პროკურატურას მივმართავ:

 

დაიწყეთ გამოძიება პატიმრის ჯანმრთელობის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობის გამო!

 

დაკითხეთ ეს ქალბატონიც, დეპუტატებიც და "ემპათიის" თანამშრომლებიც!

 

ეს საქმე უნდა გახდეს პრეცენდენტი, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს პატიმრის ჯანმრთელობით მანიპულაცია და სახელმწიფოს შანტაჟი!

 

სააკაშვილი დღეს პენიტენციური დაწესებულების მეთვალყურეობის ქვეშ არის და მასთან ვიზიტები მოაქციეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში!

 

და, მთავარი:

 

მანიაკს არაფერი აწუხებს, - გადაიყვანეთ რუსთავში!

 

აუკრძალეთ ოჯახის საკვების მიღება, - მას შეუძლია პროდუქტი შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში და ჭამოს იქაური საკვები!

 

რაც მნიშვნელოვანია:

 

ყველამ ვნახეთ, როგორ დაამსგავსა საღორეს რუსთავის ციხის საკანი და ყველამ ვნახეთ, როგორ ნებივრობს "ვივა-მედის" დაწკრიალებულ ლუქს-პალატაში. კეთილი ინებოს და რუსთავის ციხის საკანი თვითონ დაალაგოს, როგორც სხვა პატიმრები ალაგებენ: არავინ არის ვალდებული მანიაკის კომფორტზე იზრუნოს!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner