logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: ჩემ გუნდთან ერთად მზად ვარ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც გავაგრძელო 2015 წელს არჩეული გზა
- +

4 თებერვალი. 2023. 17:50

 

 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ყრილობის წევრებს, ისე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის.


ჩემი და ჩემი გუნდის მთავარ ამოცანას პირველივე დღიდან ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ ამ მთავარ მიზანს ემსახურება - ყოველდღიურად წინ გადავდგათ ნაბიჯი ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი სფეროს განვითარებისკენ.


თამამად ვიტყვი, რომ ჩემ გუნდთან ერთად მზად ვარ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც გავაგრძელო 2015 წელს არჩეული გზა - გავაძლიერო ყველა ის მიმართულება, რომელიც ქართული ფეხბურთის მეტი წარმატებისთვის არის აუცილებელი.


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართული ფეხბურთის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარების გზას ჩვენთან ერთად გადის", - წერს ლევან კობიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner