ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
პარიზის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი გავიდა.