logo_geo
eng_logo
მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელში
- +

4 თებერვალი. 2023. 14:15

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელში ჩაატარეს.

                       

ადგილობრივმა მოსახლეობამ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით პრობლემები დაასახელეს და რიგითობით პრიორიტეტებიც შეარჩიეს.

 

სოფელი ზემო ჩოჩეთი - გარეგანათების სისტემის მოწყობა.

 

სოფელი გარიყულა - არსებული ბეტონის გზიდან მოხრეშვის სამუშაოების ჩატარება.

 

სოფელი ერთაწმინდა - სოფელში გარეგანათების სისტემის მოწყობის დასრულება.

 

სოფელი თეძმისხევი - ბავშვთა გასართობი ცენტრის მიმდებარედ ფანჩატურის მოწყობა.

 

სოფელი ახალსოფელი - სანიაღვრე არხის სამუშაოების დასრულება;

 

სასაფლაოს გზის მცირე მონაკვეთის მოხრეშვა.

 

სოფელი ჭყოპიანი - არსებული ტბის ამოწმენდა და სარწყავად გამოყენება.

 

მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner