-
+
5 თებერვალი. 2023. 01:21
რუსთავში 40 წლამდე ქალმა ქმარი გულ-მკერდის არეში დაჭრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ცოლსა და ქმარს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.
დაჭრილი პირი კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დამნაშავე სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.