ახალქალაქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი საპირისპიროდ მიმავალ მანქანას შეეჯახა.
დაშავებულები თავდაპირველად ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მდგომარეობის სიმძიმის გამო, 4 მათგანის თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.