გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ „გერმანული ტანკები კვლავ დაემუქრებიან რუსეთს“ აბსურდულია.
მისი თქმით, პუტინის სიტყვები „ ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით“ აბსურდულია.
„პუტინის სიტყვები არის აბსურდული ისტორიული შედარებების სერია, რომელსაც ის იყენებს უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად. ამ ომს ვერაფერი გაამართლებს. რუსეთი უმოწყალო ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა შოლცმა.
გერმანიის ლიდერის თქმით, გერმანია უკრაინას აწვდის საბრძოლო მასალას, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება.
„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვაწვდით საბრძოლო ტანკებს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა“, - დასძინა შოლცმა.