logo_geo
eng_logo
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა
- +

5 თებერვალი. 2023. 14:48

 

 

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა.

 

გარლანდის თქმით, აშშ-ის კონგრესმა იუსტიციის დეპარტამენტს მისცა უფლება, რომ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ. დღეს აშშ-ის გენპროკურორმა ამგვარი პირველი გადარიცხვა დაამტკიცა.

 

„დღეს დავამტკიცე უფლება, რომ ჩამორთმეული რუსული ქონება უკრაინაში გამოსაყენებლად გადაირიცხოს“, - აღნიშნა გარლანდმა.

 

მისი განმარტებით, თანხა სახელმწიფო დეპარტამენტს გადაერიცხება, რომელსაც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამოიყენებენ.

 

გარლანდის თქმით, გასული წლის აპრილში რუსი ოლიგარქის კონსტანტინ მალოფეევის სანქციების გვერდის ავლაში ბრალდების შემდეგ აშშ-ის ფინანსურმა დეპარტამენტმა მას მილიონობით დოლარი ჩამოართვა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner