უკრაინა ამ თვეში რუსეთის შესაძლო მსხვილ შეტევას ელის, მაგრამ კიევს აქვს რესურსი მოსკოვის ძალების შესაჩერებლად. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
პრესკონფერენციაზე ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ახალი თავდასხმა თებერვალში განახორციელოს, სიმბოლური მიზეზების გამო, მისი შემოჭრის წლისთავთან დაკავშირებით და რომ მოსკოვი სამხედრო თვალსაზრისით ამისთვის მზად არ არის.
ამასთან, რეზნიკოვის თქმით, უკრაინა არ გამოიყენებს აშშ-ის მიერ დაპირებულ უფრო დიდი დისტანციის იარაღს რუსეთის ტერიტორიებზე დასარტყმელად.
„ჩვენ ყოველთვის ოფიციალურად ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს, რომ არ გამოვიყენებთ უცხოელი პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე სროლისთვის“, - განუცხადა რეზნიკოვმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.