„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ალექსანდრე ელისაშვილს პასუხობს:
„არაერთ საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა, მაშინ როდესაც საქმე ეხებოდა გირგვლიანის მკვლელობას და ირინა ენუქიძე აპროტესტებდა ამ ყველაფერს. მაშინ რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბებოდა მის გარშემო და მეც ვიყავი ერთ-ერთი ვინც ასეთ აქციებში ვმონაწილეობი. იგივე ეხება 2007 წლის ნოემბრის აქციებს, 2009 წლის აქციებს. არცერთი აქცია არ გამომიტოვებია. შეგიძლიათ ჰკითხოთ ალეკო ელისაშვილს მიუღია თუ არა ასეთ აქციაში მონაწილეობა და რომ არ მიუღია რატომ არ მიუღია?" - განაცხადა კობახიძემ "იმედზე".