logo_geo
eng_logo
მარი ჩხიკვიშვილი: ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებები არ ღალატობენ ჩვეულ რეჟიმს
- +

5 თებერვალი. 2023. 22:20

 

 

„გაზეთმა "გურიის მოამბე"-მ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, ჩემი და ჩემი ოჯახის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გახლავთ თავიდან ბოლომდე სიცრუე და მიზანმიმართული ავანტიურა ჩემსა და  ჩემი ოჯახის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ მარი ჩხიკვიშვილი წერს.

 

ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებები არ ღალატობენ ჩვეულ რეჟიმს. აქტიურად აგრძელებენ პიროვნებების დისკრედიტაციისათვის დეზინფორმაციის გავრცელებას. ამჯერად მათი სამიზნე აღმოვჩნდი მე.

 

გაზეთმა "გურიის მოამბე"-მ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, ჩემი და ჩემი ოჯახის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გახლავთ თავიდან ბოლომდე სიცრუე და მიზანმიმართული ავანტიურა ჩემსა და  ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. 

 

აღნიშნული გამოცემის  გაზეთი ინტენსიურად ავრცელებს მსგავსი სახის სიცრუით სავსე სტატიებს.  მნიშვნელოვანია, მკითხველმა იცოდეს, რომ „გურიის მოამბე"-ს ნებისმიერი ინფორმაცია ჩემთან დაკავშირებით არის პირადი მოტივებით ნაკარნახევი და არცერთ სტატიას არანაირი კავშირი არა აქვს სიმართლესთან.

 

ჩემი ოჯახის წევრები, სხვა ათეულობით ოზურგეთელთან ერთად, კერძო სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის დროიდან არიან. შესაბამისად, სიმართლესთან „ნეპოტიზმის ფაქტი” რამდენად ახლოა, საზოგადოებამ განსაზღვროს" - წერს მარი ჩხიკვიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner