ლუჩანო სპალეტიმ „სპეციასთან“ 3:0 მოგების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის დუეტი გამოარჩია და „ნაპოლის“ ფეხბურთელები ამ მატჩში გამოვლენილი თვისებებისა და მენტალიტეტის გამო შეაქო.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა გოლი და მეორეს გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვიქტორ ოსიმენს დუბლის შესრულებაში დაეხმარა.
„ასეთ თამაშებში ფეხბურთელების მენტალიტეტი ვლინდება. „სპეცია“ ნახევარდაცვაში ძლიერად გვებრძოდა და სივრცე მინიმუმამდე შეგვიმცირა.
ყველაზე მეტად პირველ ტაიმში ოსიმენსა და კვარაცხელიას ვკარნახობდი. რატომ? ჩვენ გვჭირდება მათი ხარისხი, მათი კრეატიულობა, მათი ფანტაზია, რადგან მათ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა და გზების გახსნა ისეთ მომენტებში, როდესაც ეს გზა არ ჩანს”.