logo_geo
eng_logo
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი აღარ ისარგებლებს
- +

6 თებერვალი. 2023. 01:12

 

 

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი აღარ ისარგებლებს.

 

აღნიშნულ აკრძალვას „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

 

მთავრობა განმარტავს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების აღნიშნული საფუძველი არ არის თავსებადი იმ ხედვებთან, რომელსაც ავითარებს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით.

 

„ეფექტიანი თავდაცვის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი და მიდგომა, რაც გულისხმობს ეროვნული რესურსების მთელი პოტენციალის მზადყოფნასა და მობილიზების უნარს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის სარეზერვო სამხედრო სისტემის სრულფასოვნად ამოქმედებას.

 

ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ტოტალური თავდაცვის პრინციპის გათვალისწინებით, ინერგება ახალი სარეზერვო სისტემა. ამ სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეზერვის დაკომპლექტება, როგორც სამხედრო მომზადების მქონე პირებისაგან, ასევე პირებისაგან, რომლებსაც ექნებათ სპეციალური არასამხედრო უნარჩვევები, რომლებიც გააუმჯობესებს რეზერვის მართვის პროცესებს განსაკუთრებით კრიზისულ პირობებში“, – ნათქვამია კანონპროექტში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner