logo_geo
eng_logo
წაგების მიუხედავად - „ჟირონა“-„ვალენსიას“ მატჩში საუკეთესოდ მამარდაშვილი აღიარეს
- +

6 თებერვალი. 2023. 01:30

 

 

„ჟირონასთან“ ესპანეთის ჩემპიონატის გასვლით მატჩში „ვალენსია“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება გიორგი მამარდაშვილმა დაიმსახურა.

 

საქართველოს ნაკრების კიპერმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და რომ არა ის, „ვალენსია“ დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა – ამას არაერთი გამოცემა აღნიშნავს.

 

მამარდაშვილი ორი ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო გვერდმა sofascore-მა ყველაზე მაღალი ქულები მეკარეებს დაუწერა – 7,9 ქულით ქართველი კიპერი შეაფასა, ხოლო „ჟირონას“ მეკარე პაულო გასანიგას – 7,8 ქულით.

 

მეკარეები გამოარჩია whoscored-მაც, რომელმაც „ჟირონას“ და „ვალენსიას“ მეკარეების კარგი თამაში 7,9 ქულით დააფასა. მაგრამ მცირე უპირატესობა მაინც ქართველს მიანიჭა – 7,92 ქულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner