logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით
- +

6 თებერვალი. 2023. 09:50

 

 

„ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით“, – წერს თურქეთის ლიდერი.

 

მისი თქმით, მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი.

 

თურქეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, დღეს, გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 76 ადამიანი ემსხვერპლა, 440 კი დაშავდა.

 

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა მეზობელ სირიაშიც. სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულია 42 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner