logo_geo
eng_logo
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა
- +

6 თებერვალი. 2023. 11:54

 

 

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა.

 

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

 

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც. დაღუპულია 237 ადამიანი, დაშავდა 600-ზე მეტი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner