logo_geo
eng_logo
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა
- +

6 თებერვალი. 2023. 13:25

 

 

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.  ამ დროისათვის, დაახლოებით, 110 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, წყნეთში, მუხათგვერდში, წავკისსა და ბეთანიაში.

 

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

 

„პირველ რიგში იწმინდება ცენტრალური გზები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება. ამ ეტაპზე, შეფერხებები ძირითადად, არ გვაქვს. ინფორმაციას კონკრეტული პრობლემური ადგილების შესახებ საპატრულო პოლიციისა და ცხელი ხაზის საშუალებით ვიღებთ. სამუშაოები გაგრძელდება საჭიროებისამებრ“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

 

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა მძღოლებს ზამთრის საბურავების გამოყენებისკენ მოუწოდა.

 

გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი და 40 ერთეული სპეციალური  ტექნიკა. გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner