logo_geo
eng_logo
თურქეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა
- +

6 თებერვალი. 2023. 15:18

 

 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარაშთან ახლოს იყო.

 

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მათ შორის 8 მათგანის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.

 

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა 1 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის მხოლოდ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება. დაშავებულია ათასობით ადამიანი.

 

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner