logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ნონა წოწორიას: ფრთხილად ქალბატონო, ისე არ მოგექცეს ეს „ბრბო“, როგორც იმსახურებთ
- +

6 თებერვალი. 2023. 20:08

 

არ ესმის ამ ხალხს შემწყნარებლობა, პატიება, ჰუმანიზმი, - ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი გენპროკურორის, ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს.

ფრთხილად ქალბატონო, ისე არ მოგექცეს ეს "ბრბო" როგორც იმსახურებთ... ასე, ნამუსთან კომპრომისზე წასული მოძალადე სისტემის მსახური ჭკუას ვერასდროს ისწავლის და აქეთ დაგამუნათებს... არ ესმის ამ ხალხს შემწყნარებლობა, პატიება, ჰუმანიზმი... აბა ამათ ისე მოქცეოდა საზოგადოება,როგორც იმსახურებდნენ ეს ნაძირალა ჯალათები, ხომ იქნებოდნენ ახლა "ძუძუს გოჭებივით" გატრუნულები?!”, - წერს ქადაგიძე.

ნონა წოწორიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

„ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner