ამ ქალბატონმა ჯერ გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის უკრაინის ფილიალში მეგის ქარდავასთვის ყალბი დოკუმენტის გაცემაში მოიღო მონაწილეობა, ხოლო შემდგომ ნონა მამულაშვილთან ერთად სტრასბურგის ადამიანის უფლების ევროპულ სასამართლოში ამ ყალბი დოკუმენტით ცდილობდა მეგის ქარდავას გადარჩენას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნონა წოწორიას მისამართით.
„თუ ვინმეს ნონა წოწორია აღარ ახსოვს, როგორც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე - მე ამ ქალს, რომელმაც დღეს ქართველ ერს "ბრბო" უწოდა, მხოლოდ ერთი ეპიზოდით შეგახსენებთ. 2021 წლის ზაფხულში, როდესაც დასკვნით ფაზამდე მივიყვანეთ საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი, ამ ქალბატონმა ჯერ გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის უკრაინის ფილიალში მეგის ქარდავასთვის ყალბი დოკუმენტის გაცემაში მოიღო მონაწილეობა (თითქოს მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული), ხოლო შემდგომ ნონა მამულაშვილთან ერთად (რომლისთვისაც ქართველი ერი ასევე "ბრბოა") სტრასბურგის ადამიანის უფლების ევროპულ სასამართლოში ამ ყალბი დოკუმენტით ცდილობდა მეგის ქარდავას გადარჩენას. ნონა წოწორია, რომლისთვისაც ჯალათი ქარდავა იმ დანაშაულებრივი ქმედების საბაბს წარმოადგენს, რომ სტრასბურგის სასამართლო განზრახ შეცდომაში შეიყვანოს - ქართველი ერი, რა თქმა უნდა ბრბოა. მაგრამ - არა იდიოტი: ქართული მხარის მყისიერი ჩარევით, სტრასბურგს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურიდან დროულად მიეწოდა ოფიციალური განმარტება, რომ ქარდავა ლტოლვილის სტატუსით არ სარგებლობს, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ წოწორიას ფეიკ-სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო. ეს ისე - ეს უნდა გვახსოვდეს.“ - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.
ნონა წოწორიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:
„ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა“.