თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.
მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, არ დააკმაყოფილა.
ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედშია".