"არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარების რამოდენიმე მცდელობა ჩავშალე," - ამის შესახებ დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს განაცხადა.
"არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარების რამოდენიმე მცდელობა ჩავშალე მე პირადად. არაბულ ქვეყნებში აპირებდნენ აფხაზეთის აღიარებას. მე ამ ქვეყანას ვემსახურები. ფორუმი აკეთებს ამ საქმეებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჩაგვერთო ეს აღიარებული იქნებოდა უკვე. ხელისუფლებამ იცოდა. მე რომ ქვეყანა დავასახელე სადაც ეს ხდებოდა, რუსები მიხვდებიან და პირებს შეექმნებათ პრობლემები. პრემიერმა იცოდა ეს ყველაფერი. მაშინ პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან ბევრი მეგობარი ყავს საქართველოს ახლო აღმოსავლეთში. ქართულ პარლამენტს ახლო აღმოსავლეთში გაცილებით დიდი მიღწევები აქვს ვიდრე მთავრობას,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
აღნიშნულ თემაზე ისაუბრა ეროვნული ფორუმის წევრმა რევაზ შავიშვილმაც.
"ორი მხარე ორი დიდი სახელმწიფო ამბობს გახდი შუამავალი, ეს არის საქართველოს ფუნქცია. ეს აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,"- განაცხადა რეზო შავიშვილმა.
საუბრის დროს გუბაზ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო რუქიდან არ ქრება, პირიქით ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს.