logo_geo
eng_logo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- +

7 თებერვალი. 2023. 10:29

 

 

7 თებერვალს ქუთაისში +6 გრადუსი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. თოვლჭყაპია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც თოვლჭყაპია ნავარაუდები, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

წვიმიანი დღეა ფოთში და დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდები. მოსალოდნელია წვიმა. +5 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

 

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით -2 გრადუსია, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თოვლჭყაპია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

 

თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით +2 ღამის ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

 

გორშიც ითოვებს. დღისით +6 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.

 

გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -3, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ლაგოდეხში ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია ნავარაუდები თელავშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდები.

 

გურჯაანშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +5 გრადუსი და თოვაა მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

 

რუსთავში +5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თოვლია ნავარაუდები თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner