ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად მიიწვია ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე. ამის შესახებ „ტვიტერზე“ ევროსაბჭოს წარმომადგენელი, ბარენდ ლეისტი წერს.
„ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად მიიწვია ევროკავშირის მომავალ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი“, - წერს ლეისტი.
სამიტი 9-10 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება.