ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი გოგა ხაინდრავას ფილმის „ჰეროკრატიას" შესახებ წერს:
„ყელში სპაზმა მოგიჭერს და სუნთქვას გიშლის, ცრემლები გახრჩობს. ყურება გიჭირს, მაშინ, როცა ეს და უფრო დიდი სისასტიკე საკუთარ ტყავზე გამოსცადეს ადამიანებმა (მათ შორის ჩემი ოჯახის წევრმა). ვინც ცოცხალი გადარჩა, იმას ჯანმრთელობა დაენგრა, ალბათ სამუდამოდ. აქ აღარ მოვყვები იმაზე ლაპარაკს, რომ „ნაცმოძღრაობის" არსებობა (რომელიც 9 წელი ანგრევდა ჩვენს სამშობლოს), აკრძალული უნდა იყოს. ჯერ არ არის. ვიმედოვნებ იქნება. სხვანაირად შეუძლებელია! მათი სასამართლო პროცესებიდან რეპორტაჟებს უსათუოდ მოვამზადებ.
„ჰეროკრატიას" პრემიერა 27 და 28 აგვისტოს კინო-თეატრ „რუსთაველში" გაიმართა. შუა ფილმის ყურების დროს რამდენიმე ადამიანი გარეთ გავიდა, ცუდად ვარ, აღარ შემიძლიაო.
პრემიერას 27-შიც ვესწორებოდი და 28-შიც. ორივე შემთხვევაში დარბაზიდან ერთიდაგიგვე დროს გავიდნენ, როცა ფილმის მთავარ გმირი გლდანის N8 საპყრობილის „კარცერში" ხელბორკილით კედელთან მიაბეს. ფილმს როცა ნახავთ, მიხვდებით, რომელ მომენტს ვგულისხმობ. ეს მხოლოდ პირველი-მეორე სერია იყო, წინ კიდევ 22 სერია გველის.
„ჰეროკრატიას" სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს „იმედზე", ხოლო 7-ში „ჯიდიესზე" შედგება."- წერს მიქიაშვილი.