logo_geo
eng_logo
ლიზა იასკო საქართველოს დროშაზე: მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი
- +

7 თებერვალი. 2023. 10:58

 

 

„ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი... სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია“, - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო.

 

იასკოს თქმით, საქართველომ მას ახლო ადამიანი წაართვა.

 

„ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი... სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია. 

 

საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო. დასცინი და ანადგურებ. ახლა საბოლოოდ და შეუქცევადად ანადგურებ? 

 

მას სხვა რეალობა აქვს. სუსტადაა. ეს არ არის შენთვის საკმარისი? ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე დღეს უარი განაცხადა“, - წერს ლიზა იასკო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner