logo_geo
eng_logo
გიდებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ბახმაროში ინფოტური გაიმართა
- +

7 თებერვალი. 2023. 11:11

 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ.  ინფოტური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა.

 

სამთო გამყოლები ადგილზე გაეცნენ  თუ რა შესაძლებლობები აქვს ბახმაროს  ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის, ასევე დაათვალიერეს ბახმაროს ტურისტული ინფრასტრუქტურა, საოჯახო სასტუმროები და  კვების ობიექტები. ტურის  ფარგლებში გიდებმა და მედიის წარმომადგენლებმა თხილამურებითა და სნოუბორდით ისრიალეს.

 

ინფოტურის მიზანია ბახმაროში, ზაფხულის გარდა ზამთრის სეზონზე  საერთაშორისო და შიდა მოგზაურთა მოზიდვა და კურორტის პოპულარიზაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner