logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა ლიზა იასკოს განცხადებაზე: უკრაინის ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია?
- +

7 თებერვალი. 2023. 12:42

 

 

„უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია?“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა უკრაინის რადას წევრის ლიზა იასკოს განცხადების შესახებ, რომლის თანახმად იასკომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს დროშა სისხლიანია.

 

ექსპერტი სააკაშვილის მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაიმახსოვრონ, რომ აღარ არის მიშას დრო, როცა, მისი თქმით, ის და მისი მთავრობა უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს.

 

„უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია, როცა კანონი აღსრულდა და დამნაშავეს სასჯელი მიესაჯა, როცა ვერ გაჭრა ვერც პატიმრის სიმულაციამ და ვერც გარედან ზეწოლამ? თუ რამე პრეტენზია აქვთ იასკოს და სხვებს, ამისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული ქმედებები და ჩემი ქვეყნის ლანძღვას შეეშვან, თან დაიმახსოვრონ, აღარ არის მიშას დრო, როცა ის და მისი მთავრობა უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს“, - წერს ფოჩხუა ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner