„ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა“, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი გენპროკურორის, ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია ფეისბუქზე წერს.
„2003-2012 წლებში ყველაფერი რაც მოხდა, ვისაც ვინმე უსამართლოდ მოექცა რომელიმე სოფელში, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის ბრალდება. 2012-2023 წლებში ქვეყნის მთლიანად დაქცევა ხელისუფლებისგან არავის პასუხისმგებლობა არ არის. ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა. იძინეთ, იძინეთ, ახალგაზრდებო. საკუთარ თავს და ოჯახებს მოჰკითხეთ მერე, რატომ დაგემხოთ თავზე ყველაფერი“, - წერს ნონა წოწორია.