„ამასაც გატყუებენ. მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან“, - ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტს იწყებს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, როგორი „ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობაც“დაიწყეს, ისეთივე „ბოიკოტს“ აცხადებენ ესენიც და ნაცებიც.
„ამასაც გატყუებენ.
მანდატებს ინარჩუნებენ.
არანაირ ბოიკოტში არ გადადიან.
აი როგორი „ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობაც“ დაიწყეს, ისეთივე „ბოიკოტს“ აცხადებენ ესენიც და ნაცებიც.
სიმულანტობენ“, - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.