logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე: უჯიკეთ ბატონ ბურჭულაძეს, ან ფეხი მაინც დაადგით ხოლმე!
- +

30 აგვისტო. 2016. 00:51



ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმიანება:

 

 

"ბოლო პერიოდი შეგნებულად, მაქსიმალურად თავს ვარიდებ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ეკონომიკური თუ სოციალური მესიჯების და დაპირებების შეფასებას და ყოველთვის (ნუუ... მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში) ვცდილობ ვიყო პოლიტ-კორექტული. მაგრამ, ის რაც დღეს ბატონი ბურჭულაძისგან მოვისმინე, უკვე ყოველგვარ "ზღვარს" სცილდება...

 

"თეზა "დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს" არის ელემენტერული უცოდინრობის (არა მხოლოდ ეკონომიკის), პოლიტ-უმწიფრობის და ცრუ პოლიტ-პოპულიზმის "ბრწყინვალე" (ქრესტომათიული) ნიმუში. ეს არის უბრალოდ, ადამიანების ურცხვად და უსინდისოდ მოტყუების მცდელობა...

 

ღარიბი, დაჩაჩანაკებული, წელში გაწყვეტილი და გაუბედურებული, მათხოვრებად ქცეული მოქალაქეების საქართველო გინდათ პაატა ბატონო?!...

 

ვწუხვარ, მაგრამ "იქ" არ ხართ, სადაც უნდა იყოთ პაატა ბატონო!...

 

P.S. ეს არის ყველაზე "მაგარი" ეკონომიკური გუნდი გვყავსო?!...

 

უჯიკეთ ბატონ ბურჭულაძეს, ან ფეხი მაინც დაადგით ხოლმე მსგავსი "გულუხვი" დაპირებების გაცემისას, ან ბოლოს და ბოლოს, მცირე "ინსტრუქტაჟი" მაინც ჩაუტარეთ ხოლმე ბატონებო... იცით ვისაც გგულისხმობთ"- წერს კლანდაძე facebook-ში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner