ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში აღინიშნება, COVID 19-ის სიკვდილიანობისა და მძიმე შემთხვევების თითქმის 90%-იანი ვარდნა, მას შემდეგ, რაც ინფექცირებულთა რაოდენობამ პიკს მიაღწია გასულ თვეში (2023 წლის იანვარში). ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მასიური ეპიდაფეთქება დასასრულს უახლოვდება.
ოთხშაბათს (2023 წლის 1 თებერვალს) გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) განაცხადა, რომ ორშაბათს (2023 წლის 30 იანვარს) დაფიქსირდა 434 კოვიდთან დაკავშირებული გარდაცვალება, რაც 89.8%-ით ნაკლებია 2023 წლის 4 იანვარს, პიკის დროს, დაფიქსირებულ შემთხვევებთან შედარებით.