logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: 1000-ჯერ რომ შეერკინონ ეს „პოლიტ-იმპოტენტები“ ბიძინა ივანიშვილს - 1000-ჯერ დაამარცხებს ბიძინა!
- +

7 თებერვალი. 2023. 13:44

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„პარლამენტის მანდატების დატოვებაც კი დაენანათ თავისი ბელადისთვის!

 

უნამუსოდ ზვიადის მომხრეებს ედრებიან ეს პოლიტიკური-ბანძები!

 

ზვიადის მომხრეები „კალაშნიკოვის“ ტყვიების წვიმაში 200 000 კაცი გამოდიოდა ქუჩაში და სიცოცხლეს წირავდა!

 

ესენი პარლამენტარის ხელფასს და კაბინეტს ვერ თმობენ!

 

რატომ?!

 

ზვიადთან იდეა, თავისუფლების იდეა იყო, ზვიადი ბრძოლისა და თავგანწირვის მაგალითი თავად გახლდათ!️

 

სააკაშვილისგან განსხვავებით, ზვიადი არც „ვივა-მედში“ დამალულა, არც საქართველოს მოქალაქეობაზე უთქვამს უარი და არც მთავრობას შეხვეწნია - ოღონდ რამე არ დამიშავოთ, გამათავისუფლეთ და პირობას ვდებ, საქართველოს ბედი აღარ მაინტერესებსო. ზვიადმა ბოლომდე იბრძოლა და სამეგრელოს მთებში დაეცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში!

 

ამიტომაც გამოდიოდა ასიათასობით ქართველი თავისი პირველი და ერთადერთი პრეზიდენტის დასაცავად და ამიტომ არ გამოდის ე.წ. მე-3 პრეზიდენტის დასაცავად!️

 

ცალსახაა - ის, რასაც ნაცები დღეს აკეთებენ, „პოლიტიკური იმპოტენციაა - ცვედანობაა“!

 

1000-ჯერ რომ შეერკინონ ეს „პოლიტ-იმპოტენტები“ ბიძინა ივანიშვილს - 1000-ჯერ დაამარცხებს ბიძინა!

 

ჰოდა, იცის ეს იმ ჭკვიანმა კაცმა და კი აცოცხლებს ხელოვნურად ამ საცოდავებს!️

 

P.S. ისინი სადღა დეიკარგნენ?! ეროვნული მოძრაობა ვართო... ГРУ-ს ფილიალი! აკია და მისი რაზმი.

 

ხოშტერია ხომ შტერია - ეს აკია „ვარესია“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner