პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" სატელიტ პარტიად მისი მოხსენიება უარყო. ამის შესახებ განცხადება მან გადაცემა „არჩევანში" გააკეთა და თქვა, რომ სამომავლოდ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან არ არის გამორიცხული.
„მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ჯერ სარგებლობს პირველი პირების წყალობით და მერე მოუბრუნდებიან და ტრაქტორივით გადაუვლიან ხოლმე. მე ვუფასებ ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილს, რაც მან შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის დანგრევის პროცესში, მაგრამ მე მისი არანაირი ვალი არ მაქვს," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.