logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია საზოგადოებისგან დაშორებულია და არ იცის ხალხის განწყობა
- +

7 თებერვალი. 2023. 14:38

 

 

„ნაცებს“ სიცრუე იმდენად აქვთ შეთვისებული, რომ პროტესტიც კი ყალბი აქვთ. არ ვიცი, „ხაბეს“ რა დნმ აქვს, მაგრამ „ნაცების“ დნმ ნამდვილად სიცრუეს შეიცავს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, პოლიტიკური საკითხები შენობებში უნდა წყდებოდეს და არა ქუჩაში, ქუჩა შედეგზე ორიენტირებული საქმის ადგილი არ არის:

 

„როგორც მათ განაცხადეს, საპარლამენტო საქმიანობას წყვეტენ, მაგრამ მანდატებს ინარჩუნებენ, ეს ნიშნავს, რომ ხელფასზე და პრივილეგიებზე უარს არ ამბობენ. ასეთი მოჩვენებითია მათი პროტესტი, რომელიც არა მიშას გათავისუფლებას, არამედ ქვეყანაში სიტუაციის არევას და წყლის ამღვრევას ემსახურება. „ხაბეს“ სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, ჩინური ხაბეიშვილი პაატა მანჯგალაძე გამოხტა, პარლამენტს „სტრატეგია აღმაშენებელიც“ ტოვებსო, ოღონდ ხელფასს, რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, ოპოზიცია საზოგადოებისგან დაშორებულია და არ იცის ხალხის განწყობა. დღეს საქართველოში მასშტაბური პროტესტის რესურსი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს. საზოგადოებას არა აქციები, არამედ მშვიდი, სტაბილური განვითარება სურს. პოლიტიკური საკითხები შენობებში უნდა წყდებოდეს და არა ქუჩაში, ქუჩა შედეგზე ორიენტირებული საქმის ადგილი არ არის“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner