logo_geo
eng_logo
ოპერაში სტუდენტური ბილეთები ამოქმედდა, რომელიც 5-10 ლარი ეღირება
- +

9 მარტი. 2016. 21:27


თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, ოპერაში ამოქმედდა სტუდენტური ბილეთები, რომელიც ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათთვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება.


ოპერის თეატრმა თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად უკვე გამოყო 100-100 ბილეთი. ახალგაზრდების დაინტერესების შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. ბილეთების შეძენის მსურველებმა ოპერის სალაროში უნდა წარადგინონ სტუდენტური ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დარწმუნებული არიან, სტუდენტური ბილეთები კიდევ უფრო მეტად გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ოპერისა და ბალეტისადმი.


ახალი ინიციატივის წარდგენას, რომელიც 13:00 საათზეა დაგეგმილი, დაესწრებიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ამაშუკელი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაჭავარიანი და სხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თვითმმართველობების წევრები.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner