logo_geo
eng_logo
გუბაზ სანიკიძე თეა ადეიშვილს: სად გაქრა საქართველო?! საქართველო ასე ადვილად არ ქრება!
- +

30 აგვისტო. 2016. 01:24



"გეუბნებით ჩემო ძვირფასებო, ხართ ძალიან სუბიექტურები და არაინფორმირებულები. წარმოდგენა არა გაქვთ, რა ხდება საქართველოს გარშემო. შემიძლია უფასო ლექცია ჩაგიტაროთ ამასთან დაკავშირებით." - ასე მიმართა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ",რუსთავი 2 -ის"" ჟურნალისტ თეა ადეიშვილის მოსაზრებაზე, რომ საქართველო გამქრალია თანამედროვე მსოფლიოს, პოლიტიკური რუკიდან.


"თქვენ ხართ ძალიან სუბიექტური და წარმოდგენა არ გაქვთ რაზე ლაპარაკობთ. ეგ შეფასებები დაიტოვეთ თქვენთვის, იმიტომ, რომ არა ხართ ინფორმირებული.

შეიკავეთ თავი რა. საქართველო გამქრალი კი არ არის, საქართველოს ახლა აქვს ყველაზე მაგარი შანსი და ამაში არანაირად, ხელს არ გვიწყობთ თქვენ.

 

მოსულები ხართ ჩამოყალიბებული მოსაზრებებით. თქვენს შეფასებებს მე ვერ მივიღებ, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვთ რაზე ლაპარაკობთ .

ის რაც თქვით, არის სრული დილეტანტიზმი რომ საქართველო გაქრა. სად გაქრა საქართველო?! თეა, საქართველო ასე ადვილად არ ქრება."- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner