არათუ მხარდამჭერები, პარტიის წევრებიც კი აღარ დადიან ცირკის კლოუნების ყალბ აქციებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გამართულ აქციას.
როგორც ექსპერტი წერს, ასე იცის გადაგვარებამ და ქვეყნის წინააღმდეგ წასვლამ.
„ნაცების კლოუნმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რომ აქცია დააანონსა გუშინ, დღეს ამ აქციაზე არც მეტი, არც ნაკლები, 100 ადამიანი მივიდა. არათუ მხარდამჭერები, პარტიის წევრებიც კი აღარ დადიან ცირკის კლოუნების ყალბ აქციებზე. ასე იცის გადაგვარებამ და ქვეყნის წინააღმდეგ წასვლამ !”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.